უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად მაიკლ ოლისე დაასახელა.
„ბაიერნის“ ფრანგმა შემტევმა კონკურენტებს გამოკითხვაში აჯობა. მეორე ადგილზე უსმან დემბელე გავიდა, მესამეზე მარტინ სუბიმენდი, ხოლო მეოთხეზე - დანი ოლმო.
გარდა ამისა, ცნობილია, სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასეთია:
მეკარე: ხუან მუსო (ატლეტიკო)
მცველები: ედუარდო კუარეჟმა (სპორტინგი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი), მარკინიოსი (პსჟ)
ნახევარმცველები: დიეგო ლორენტე (ატლეტიკო), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), არდა გიულერი (რეალი)
თავდამსხმელები: მაიკლ ოლისე (ბაიერნი), ფერან ტორესი (ბარსელონა), უსმან დემბელე (პსჟ)







