ფეხბურთი

20:00 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "ირანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს"

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მონაწილეობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ირანი მუნდიალზე სათამაშოდ უნდა ჩავიდეს და ჯანის სიტუაციის დამშვიდების იმედიც აქვს:

„ვიმედოვნოთ, რომ მანამდე სიტუაცია დამშვიდდება. ეს ნამდვილად დაგვეხმარება. ცხადია, ირანი უნდა ჩამოვიდეს. ისინი წარმოადგენენ თავიანთ ხალხს. ისინი ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. ფეხბურთელებს თამაში სურთ. მათ თამაში მოუწევთ, რადგან სპორტი პოლიტიკისგან გამოყოფილი უნდა დარჩეს. ახლა, ჩვენ მთვარეზე არ ვცხოვრობთ, პლანეტა დედამიწაზე ვცხოვრობთ, მაგრამ თუ არის ვინმე, ვისაც ხიდების აგებისა და გაერთიანებას არ სჯერა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ საუბარი დღემდე გრძელდება, რომ ირანის ნაკრებს აშშ-ში თამაშების ჩატარება არ სურს, ფიფამ კი უარი თქვა, კალენდრის შეცვლაზე. თუმცა, ირანი მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდესი ალბათობით, ითამაშებს, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელაც დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090898