„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საფეხბურთო კლუბი შეიძინა.
არგენტინელი სუპერვარსკვლავი ესპანური კლუბის „კორნელიას“ მფლობელი გახდა, რომელიც მეხუთე დივიზიონში თამაშობს. ლეო ამ გუნდის 100%-იანი მეწილე გახდა. „კორნელია“ კატალონიაში დაფუძნებული კლუბია.
„კორნელია“ აცხადებს, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა და რვაგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ლეო მესიმ კლუბის შეძენის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მისი ახალი მფლობელი გახდა. ეს ნაბიჯი აძლიერებს მესის მჭიდრო კავშირებს „ბარსელონასთან“ და მის ერთგულებას კატალონიაში სპორტისა და ადგილობრივი ნიჭის განვითარების მიმართ, კავშირი, რომელიც „ბარსელონაში“ გატარებული წლებიდან იღებს სათავეს და დროთა განმავლობაში გაძლიერდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„კორნელია“ 1951 წელს დაარსდა და ისეთი ფეხბურთელები ამ კლუბში აღიზარდნენ, როგორებიც დავიდ რაია, ჟერარ მარტინი, ხავი პუადო, კეიტა ბალდე და აიტორ რუბიალი არიან.





