„ბარსელონამ“ უეფაში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მსაჯობის შესახებ საჩივარი შეიტანა. კლუბმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელა:
„ბარსელონამ უეფაში საჩივარი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მსაჯობასთან დაკავშირებით. კლუბი მიიჩნევს, რომ ორივე მატჩში მიღებული იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამებოდა თამაშის წესებს, რაც გამოწვეული იყო რეგულაციების არასწორი გამოყენებით და VAR სისტემის სათანადო ჩარევის არარსებობით აშკარა მნიშვნელობის ინციდენტებში.
ამ შეცდომებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა მატჩების მიმდინარეობასა და მატჩის საბოლოო შედეგზე, რამაც კლუბს მნიშვნელოვანი სპორტული და ფინანსური ზიანი მიაყენა. ამ საჩივრით კლუბი კიდევ ერთხელ იმეორებს უეფასადმი ადრე წაყენებულ მოთხოვნებს და ამავდროულად სთავაზობს ორგანიზაციას თანამშრომლობას მსაჯობის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და გამჭვირვალობა“, “, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ატლეტიკოსთან“ ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა (0:2, 2:1) და ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.







