საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუბენ გარაბაია.
47 წლის ესპანელი სპეციალისტი, გარაბაია, 11 მაისს, თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარსდგება ქართველი გულშემატკივრის წინაშე და ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალურად ჩაიბარებს, რომლის შეკრებაც თბილისში იმავე დღეს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს აქამდე ტიტე კალანდაძე წვრთნიდა, რომელმაც გუნდი ზედიზედ ორჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელთან მარცხის შემდეგ ის დაითხოვეს.







