ფეხბურთი

22:42 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფრაიბურგი" ევროპა ლიგის ნახევარფინალშია, "შახტარი" - კონფერენს ლიგის

„ფრაიბურგი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალშია. გერმანულმა გუნდმა ვიგოს „სელტა“ მეორე მატჩშიც გაანადგურა.

პირველი თამაში „ფრაიმ“ ერთი კვირის წინ შინ 3:0 მოიგო და დღესაც, ვიგოში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ანგარიში იგორ მატანოვიჩმა გახსნა, ხოლო შემდეგ იუიტო სუძუკიმ დუბლი შეასრულა. ესპანელებმა ბოლოს პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რომელიც ვილიოტ სვედბერგის აქტივშია - 1:3. ორი მატჩის ჯამში „სელტამ“ მეტოქეს კონკურენცია ვერ გაუწია, „ფრაიბურგმა“ 6:1 მოიგო და ნახევარფინალშია.

ასევე ნახევარფინალში ითამაშებს დონეცკის „შახტარი“, ოღონდ კონფერენს ლიგის. არდა ტურანის გუნდს „ალკმაართან“ შინ 3:0 ჰქონდა მოგებული და ეს უპირატესობა სტუმრად ხელიდან არ გაუშვია.

მეორე ტაიმის დასაწყისში „შახტარი“ ალისონის გოლით დაწინაურდა. შემდეგ „ალკმაარმა“ გაიბრძოლა - ისაკ იენსენმა და მატეი შინმა წინ გაიყვანეს ნიდერლანდური გუნდი, მაგრამ 83-ე წუთზე ლუკას მეირელესმა წონასწორობა აღადგინა - ფრე 2:2. ორი მატჩის ჯამში „შახტარმა“ 5:2 მოიგო და ნახევარფინალში ადვილად გავიდა. არ უთამაშია ირაკლი აზაროვს, რომელიც ისევ სათადარიგო სკამზე იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092042