ფეხბურთი

0:04 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: "მესმის, რომ "რეალში" ბრაზობენ, მაგრამ წლები, გადაწყვეტილებებს მათ სასარგებლოდ იღებდნენ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ჰარი კეინმა ედუარდო კამავინგას წითელ ბარათზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ესმის, რომ „რეალში“ გაბრაზებული არიან, მაგრამ წლების განმავლობაში მსაჯები გადაწყვეტილებებს მადრიდელთა სასარგებლოდ იღებდნენ:

„დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, „რეალში“ წითელი ბარათის გამო გაბრაზებული არიან, მაგრამ წლების განმავლობაში მათ სასარგებლოდაც მიუღიათ გადაწყვეტილებები, ასე რომ... ეს ძალიან ჰგავს იმას, როგორი ყვითელი ბარათიც შარშან მივიღე, რის გამოც სეზონის ბოლო ორი თამაში გამოვტოვე. როგორც ფეხბურთელმა, იცი, რომ უბრალოდ ვერ გაჩერდები და ვერ გაერიდები სიტუაციას, როცა ყვითელი ბარათი გაქვს. მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება. კარგია, რომ ამჯერად გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღეს“, - აღნიშნა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩში დაამარცხა (2:1, 4:3) და ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093239