ფეხბურთი

1:30 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ნახევარფინალური წყვილები ცნობილია.

ათენის „აეკმა“ ერთი კვირის წინ „რაიო ვალეკანოსთან“ სტუმრად 0:3 წააგო და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „აეკმა“ ათენში, ყველაფერი გააკეთა ქამბექისთვის, პირველ ტაიმში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, მეორე ტაიმის სტარტზე მესამეც და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, „რაიომ“ მე-60 წუთზე შეამცირა სხვაობა და ეს გადამწყვეტი გამოდგა. საბოლოოდ, „აეკმა“ 3:1 მოიგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში 3:4 დამარცხდა.

„ფიორენტინაც“ იგივე მდგომარეობაში იყო: „კრისტალ პალასთან“ 0:3 უნდა ამოექაჩა, რაც ვერ შეძლო. ინგლისელები ისმაილა სარის გოლით ფლორენციაშიც დაწინაურდნენ, რასაც ალბერტ გუდმუნდსონმა და ჩერ ნდურმა უპასუხეს. „ფიორენტინამ“ 2:1 მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში „კრისტალ პალასია“, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა.

სამაგიეროდ, ქამბექი გამოუვიდა „სტრასბურს“. ფრანგულმა გუნდმა პირველი თამაში გერმანიაში, „მაინცთან“ 0:2 წააგო, თუმცა, რთულ მდგომარეობას თავი დააღწია, რადგან საკუთარ მოედანზე გერმანული გუნდი 4:0 გაანადგურა და ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგო, შესაბამისად, ნახევარფინალშია.

კონფერენს ლიგის ნახევარფინალური მატჩები 30 აპრილს და 7 მაისს გაიმართება - „შახტარი“ „კრისტალ პალასს“, „სტრასბური“ კი „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177559