"ინტერის" ცენტრალური მცველი ალესანდრო ბასტონი ზაფხულში შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი მატე მორეტო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია, თუმცა "ბარსელონა" ახლა ტრანსფერის საფასურის შემცირებაზე მუშაობს, ისინი მზად არიან გარიგებაში მოთამაშეებიც ჩართონ. "ინტერის" მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში არის ახალგაზრდა მცველი ჰექტორ ფორტი, რომელიც ერთ-ერთ პრესპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
ცნობისთვის, ალესანდრო ბასტონი "ინტერის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 37 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 2 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





