ძიუდო

13:51 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ

საქართველოში მიმდინარე ძიუდოს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, ერთბაშად ორმა ქართველმა: ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოახერხეს ფინალში გასვლა.

ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალში ფრანგ ჟოან ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდა, რომელიც ლამაზი იპონით დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს. რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, ის ნახევარფინალში სერბ მარიკა პერისიჩს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იპონით დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე მისასვლელად სულ 4 ორთაბრძოლა ჩაატარა, პირველ შეხვედრაში მან ფინელი ძიუდოისტი დაამარცხა, შემდეგ რუმინელთან ტექნიკური გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ნახევარფინალში გამსვლელ ორთაბრძოლაში კოსოვოს წარმომადგენელი ლამაზი იპონით დაამარცხა.

ეთერ ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა ნორვეგიელ ელისე ბჯოერასთან გამართა, შემდეგ ვერონიკა ტონილო დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში რუს ქსენია გალიტსკაიას ულამაზესი იპონით მოუგო.


ცნობისთვის ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი ჰაიდაიტ ჰაიდაროვი იქნება, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ისრაელის წარმომადგენელ ნელსონ ლევის დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16566