ცნობილმა და ავტორიტეტულმა გამოცემა GOAL-მა ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილს ჰარი კეინი იკავებს, მეორეზეა მაიკლ ოლისე, ხოლო კილიან მბაპე მესამე ადგილზეა.
განახლებულ რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს "პარი სენ-ჟერმენის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია და გამოცემის ვარაუდით, თუ ქართველი ასეთ მაღალ დონეზე თამაშს განაგრძობს ის აუცილებლად მოხვდება ტოპ 10-ში.
"თუ საუკეთესო ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან ავირჩევდით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა. პსჟ-ს ვინგერმა ამ დროისთვის პლეი-ოფის ექვს მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, რომელთა შორისაც რამდენიმე გამორჩეულად ლამაზი დარტყმაც იყო.
კვარაცხელიას მთლიანი სეზონის ფორმა იმავე სიმაღლეზე არ ყოფილა როგორშიც ის ახლაა და ამ ყველაფერს ისაც ემატება, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს მის საბოლოო პოზიციას ოქროს ბურთის რეიტინგში. მიუხედავად ამისა, თუ ფეხბურთელი, რომელსაც „კვარადონა“-ს უწოდებენ, გააგრძელებს ასეთი დონის თამაშს ევროპულ მაღალი მნიშვნელობის მატჩებში, ის არ იქნება შორს France Football-ის ტოპ 10-ში მოხვედრისგან", - წერს გამოცემა.
Goal.com-ის ტოპ 20 შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ჰარი კეინი (ბაიერნი)
2. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
3. კილიან მბაპე (რეალი)
4. ლამინ იამალი (ბარსელონა)
5. ლუის დიასი (ბაიერნი)
6. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)
7. უსმან დემბელე (პსჟ)
8. ხულიან ალვარესი (ატლეტიკო)
9. ვიტინია (პსჟ)
10. დეკლან რაისი (არსენალი)
11. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
12. რაფინია (ბარსელონა)
13. გაბრიელ მაგალაესი (არსენალი)
14. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
15. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)
16. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი)
17. კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი)
18. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
19. პედრი (ბარსელონა)
20. ფედე ვალვერდე (რეალი)





