ფეხბურთი

16:16 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარი-ლუის ეტა: "კარგად მესმის რატომაცაა ამხელა ინტერესი, მაგრამ ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია"

"უნიონ ბერლინის" მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტისთვის ემზადება მარი-ლუის ეტა, რომელიც პირველი ქალია ვინც ბუნდესლიგაში და ზოგადად, ტოპლიგაში ვაჟთა გუნდის მწვრთნელი გახდა.

ვოლფსბურგთან" მატჩამდე მარი-ლუის ეტამ პირველი ვარჯიში გამართა და შემდეგ პრესკონფერენციაც გამართა.

„რა თქმა უნდა, სრულად მესმის, რომ საზოგადოებისთვის ეს მნიშვნელოვანია და დიდი თემაა, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია და არც არასოდეს ყოფილა პრობლემა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ ფეხბურთზე და იმაზე, რაც მოედანზე უნდა მოხდეს.

ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ფეხბურთი და როდესაც პირველად შევიტყვე ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ფიქრი არ დამიწყია და მაშინვე დავთანხმდი. ერთი წამით არ მიფიქრია, თუ ვინ რას იტყოდა, მაშინვე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. გუნთან პირველი შეხვედრა სამშაბათს მქონდა, თითქმის ყველას ვიცნობდი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და ყველამ თბილად მიმიღო.

რაც შეეხება ქალების როლს ფეხბურთში, ჩემთვის მნიშვნელოვანია და ამავდროულად სასიხარულო თუ ამ ყველაფრის შემდეგ ქალებისთვის ფეხბურთში უფრო ფართოდ გაიღება კარები. გაჩნდება ინსპირაცია, ახალგაზრდა გოგონები დაინახავენ, რა არის შესაძლებელი — რომ არასოდეს უნდა გამორიცხო არაფერი და ყველაფერი მხოლოდ დამსახურებაზეა დამოკიდებული; შეგიძლია მიაღწიო იქამდე, სადაც გინდა მისვლა", - განაცხადა მარი-ლუის ეტამ

შეგახსენებთ, რომ "უნიონ ბერლინი" მარი-ლუის ეტას ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას ხვალ 18 აპრილს "ვოლსბურგის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178817