თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ძიუდოისტმა შესანიშნავად იასპარეზა და ხუთი მეტოქე დაამარცხა.
73 კგ წონით კატეგორიაში 34 წლის შავდათუაშვილმა ფინელი ვალტერი ოლინი, რუმინელი ლუსიან ბორს დუმიტრესკუ, კოსოვოელი აკილ ჟიაკოვა და ფრანგი, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იოან-ბენჟამინ გაბა დაამარცხა. ფინალში ლაშა აზერბაიჯანელ ჰიდიათ ჰეიდაროვს შეხვდა, რომელსაც სძლია და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, 13-წლიანი პაუზის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, ევროპის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო გუშინ გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ამრიგად, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალია.







