ფეხბურთი

17:44 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების და ზოგადად, იტალიური ფეხბურთის კრიზისზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მან ასევე დაასახელა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჩემპიონი ისევ „პარი სენ-ჟერმენი“ გახდება.

„ან აღვადგეთ დაცვით მენტალიტეტს, რომელმაც კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში გამარჯვების გარანტიები მოგვცა, ან გავაგრძელებთ ტანჯვას, რადგან ფეხბურთი არა მხოლოდ ერთით მეტი გოლის გატანას, არამედ ერთით ნაკლების გაშვებასაც გულისხმობს და ეს სულაც არ არის ბანალური საკითხი.

დიდი ლეგიონერები სერია A-ში აღარ ჩამოდიან, ისეთები, როგორებიც მარადონა, რონალდო, პლატინი იყვნენ. ეს გვაკლია? ვისგან შეიძლება ისწავლონ ახლა ახალგაზრდა იტალიელებმა?

ჩემპიონთა ლიგა ღია ტურნირია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, საიდანაც შეიძლება გავარდნენ „რეალი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ ეს მაინც ის ტურნირია, სადაც შეგიძლია განვითარდე. ვუყურე მატჩებს, რომლებშიც ბევრი გოლი გავიდა: „ატლეტიკო“ - „ბარსელონას“ და „ბაიერნი“ - „რეალის“ მატჩებმა გულშემატკივრებს რამდენიმე საინტერესო მომენტი შესთავაზა. თუმცა, ძალიან ბევრი გოლი ასევე ძალიან ბევრ შეცდომას ნიშნავს, როგორც მეკარეების, ასევე მცველების მხრიდან. ვინ მოიგებს ტურნირს? ვფიქრობ, ისევ პსჟ“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157031