საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორ თვით ადრე მთავარი მწვრთნელი ერვე რენარი გაათავისუფლა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურა.
ვინ შეცვლის ფრანგ სპეციალისტს ჯერჯერობით უცნობია. რენარი საუდის არაბეთის ნაკრებს 2019-2023 და 2024 წლიდან ავარჯიშებდა. შუალედში საფრანგეთის ქალთა ნაკრებში იმუშავა.
სხვადასხვა დროს რენარი ასევე იყო ზამბიის, კოტ დივუარის და მაროკოს ნაკრებების მწვრთნელიც.
საუდის არაბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაის, ესპანეთის და კაპო ვერდეს ნაკრებებს შეხვდება.







