ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
იტალიელმა ნახევარმცველმა ხელშეკრულება, რომელიც 2028 წელს იწურებოდა, ორი წლით, 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
მანუელ ლოკატელი „იუვენტუსში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 224 შეხვედრაში 9 გოლის გატანა შეძლო. ამ ხუთწლიან პერიოდში კი ერთადერთი ტიტული მოიგო - იტალიის თასი 2024 წელს.
ლოკატელის იტალიის ნაკრებში 36 თამაში აქვს ჩატარებული (3 გოლი) და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.





