ფეხბურთი

18:11 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული სეზონის გახსნა ბათუმში

18 აპრილიდან ბათუმი სპორტულ სეზონს მასშტაბურად ხსნის და 26 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა სპორტის სახეობებში გულშემატკივრებს არაერთ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება მიეცემათ - ქალაქი საფეხბურთო მატჩს, დიდი 10-ის ფინალსა და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

აღნიშნულ პერიოდში საინტერესო საფეხბურთო მატჩი გაიმართება ბათუმის სტადიონზე, სადაც დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, იბერია 1999-ს მიიღებს.

19-დან 26 აპრილის ჩათვლით, ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ათ წონით კატეგორიაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ასევე, ბათუმი კროკობეთ დიდი 10-ის ფინალურ მატჩს მასპინძლობს, სადაც ბათუმი არსესსა და აიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აქვე დავძენთ, რომ ტრიბუნებიდან მხარდაჭერის პარალელურად, მაყურებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიგონ iPhone 17 Pro Max, PlayStation 5 და სხვა ღირებული პრიზი.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

®

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100862