„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ გუნდის მომავალი ნათელია.
მას ამის თქმის უფლებას „პარი სენ-ჟერმენთან“ საპასუხო მატჩი აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ 0:2 დამარცხდნენ:
„ჩვენთვის მომავალი მართლაც ნათელი ჩანს. მათთვის, ვინც პსჟ-ს საშინაო თამაშს უყურა, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ მომავალი ნათელი იქნება. 21 დარტყმა, მეტი ბურთის ფლობა, მაღალი xG იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც საუკეთესოა.
ტრანსფერები? გაცვლითი კლუბი ვართ, ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში. გასულ ზაფხულს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დავიმატეთ, ამიტომაც ბევრი ცვლილება მოხდა. ვიცით, რომ რობერტსონი და სალაჰი მიდიან. ეს ორი ფეხბურთელის შეცვლას ნიშნავს“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგაში 32 ტურის შემდეგ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.





