ლონდონის „ჩელსიმ“ მოისეს კაისედოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
განახლებული შეთანხმების საფუძველზე, კაისედო „ჩელსიში“ 2033 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე, მინდა, „ჩელსის“ ლეგენდა გავხდე“, - თქვა ეკვადორელმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ მაისურით მოისეს კაისედომ 2023 წლიდან დღემდე 140 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ინდეპენდიენტე დელ ვალეს“, „ბეერსხოტისა“ და „ბრაიტონის“ ღირსებას იცავდა.





