ფეხბურთი

21:30 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში "დინამო თბილისის" მოუგებელი სერია გრძელდება

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტური დაიწყო, რომლის ორი შეხვედრა უკვე გაიმართა.

„დინამო თბილისმა“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა. დაძაბულ შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს. 28-ე წუთზე „დინამო“ ნანა-კოფი დონკორის გოლით დაწინაურდა, რასაც ოთხ წუთში ცოტნე ფაცაციამ უპასუხა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვილა და ფრე 1:1. „დინამო“ 48-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, რადგან ბარნს ოსეი გააძევეს.

„დინამო თბილისს“ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 8 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება. „მეშახტეს“ აქტივშიც 8 ქულაა და „რუსთავს“ გაეჯიბრება.

გორი „დილამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დიეგო ლონგოს გუნდმა სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ 1:0 სძლია. ეს ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მამინ სანიანგმა გაიტანა და გორელებს მოაგებინა.

„დილა“ 10 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „დინამო ბათუმს“ შეხვდება. „სამგურალი“ 8 ქულით მეშვიდეა და „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

„დინამო თბილისი“ – „მეშახტე“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 დონკორი (28), 1:1 ფაცაცია (32)

„სამგურალი“ – „დილა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სასიანგი (87)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179334