ფეხბურთი

23:01 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" "გაგრას" დაუზავდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „გაგრა“ და „ტორპედო“ დაზავდნენ.

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. „ტორპედო“ სწრაფად დაწინაურდა - მეხუთე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოახერხა ანგარიშის გახსნა. იმერული გუნდი ახლოს იყო ტაიმის მოგებასთან, მაგრამ კომპენსირებულ დროში ანდრი ანდრეიჩუკმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმის სტარტზე „გაგრა“ ილია სკრიპნიკის გოლით წინ გავიდა. დირკ შუსტერის გუნდმა მარცხს თავი მაინც დააღწია: 76-ე წუთზე ფელიპე პირესმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე მაინც შეაგდო და საბოლოოდ ფრე - 2:2.

„ტორპედო“ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 6 ქულით ბოლო საფეხურზეა და „დინამო თბილისთან“ მატჩი ელოდება.

„გაგრა“ – „ტორპედო“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (5), 1:1 ანდრეიჩუკი (45), 2:1 სკრიპნიკი (58), 2:2 პირესი (76)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099687