კალათბურთი

0:14 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 7 ქულა, "ბარსელონამ" ევროლიგაში რეგულარული სეზონი დაასრულა

ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნი“ ადვილად, 95:69 დაამარცხა.

ესპანურმა გუნდმა გარდამტეხი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვა, რომელიც 10 ქულით მოიგო და შემდეგ საქმე ბოლომდე მიიყვანა.

თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონა“ 21 მოგებით და 17 წაგებით მეცხრე ადგილზე გავიდა და პლეი-ინს ითამაშებს პლეი-ოფში მოსახვედრად. მისი მეტოქე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა" იქნება.

პლეი-ინშია მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი "მონაკოც", რომელმაც მერვე ადგილი დაიკავა (22 მოგება-16 წაგება). „მონაკომ“ ბოლო ტურში თელ ავივის „ჰაპოელი“ 105:85 დაამარცხა და რეგულარული სეზონი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. "მონაკო" პლეი-ინში "პანათინაიკოსს" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162366