კალათბურთი

23:45 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კორსანტიას 14 მოხსნა და გამარჯვება დუდა სანაძის გუნდთან

ესპანეთის პრიმერა FEB-ის (მეორე დივიზიონი) 30-ე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ, დამაჯერებლად - 82:65 მოიგეს.

კორსანტიამ 18 წუთში 3 ქულა, 14 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო დუდა სანაძემ 26 წუთი ითამაშა და ქულა ვერ ჩააგდო - 2 მოხსნა, 1 პასი.

„გიპუზკოა“ 17 მოგებით და 11 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 აპრილს, „ფიბვი პალმას“ ესტუმრება. „პალმერ ბასკეტი“ 7 მოგებით და 21 წაგებით მე-14 საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 აპრილს, „ოვიედოს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093433