ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში სანტანდერის „რასინგმა“ სტუმრად „სოსიედად B“ 3:1 დაამარცხა, გიორგი გულიაშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელიც მოედანზე 76-ე წუთამდე იყო, მეტოქე მე-13 წუთზე დაამწუხრა, როცა ანგარიში 2:0 გახადა. ეს მისი მეოთხე გოლია ბოლო ოთხ შეხვედრაში და კარგ ფორმაშია.
გიორგი გულიაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„რასინგი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და ლა ლიგისკენ მიიწევს, მომდევნო ტურში კი 26 აპრილს, „სეუტას“ ესტუმრება.





