ფეხბურთი

1:04 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სკუდეტოს უახლოვდება

„ინტერი“ სკუდეტოს უახლოვდება. სერია A-ს 33-ე ტურში კრისტიან კივუს გუნდმა „კალიარი“ მეორე ტაიმში გატეხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ბედი შესვენების შემდეგ სწრაფად გადაწყდა, როცა მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს: ანგარიში მარკუს ტურამმა გახსნა, ხოლო შემდეგ ნიკოლო ბარელამ სხვაობა გააორმაგა. საბოლოო წერტილი პიოტრ ჟიელინსკიმ ლამაზი გოლით დასვა და ანგარიში 3:0 გახდა.

„ინტერმა“ ამ გამარჯვებით 78 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ 12 ქულით უსწრებს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ფაქტია, რომ „ნერაძურის“ ჩემპიონობა მხოლოდ დროის საკითხია.

დღესვე, მარცხი განიცადა „კომომ“, რომელიც სტუმრად „სასუოლოსთან“ ვერაფერს გახდა - 1:2. სესკ ფაბრეგასის გუნდი ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და ეს მარცხი შეიძლება ძვირად დაუჯდეს. „კომომ“ ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და 58 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085855