„ქოვენთრი სიტი“ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. ფრენკ ლამპარდის გუნდი ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „ბლექბერს“ დაუზავდა (1:1), მაგრამ ეს ქულა საკმარისია, რომ ვადაზე ადრე გაეფორმებინა ელიტის საგზური.
„ქოვენთრი“ „მილუოლს“, რომელიც მესამე ადგილზეა, 13 ქულით უსწრებს და დარჩენილ ტურებში მეორე ადგილს ვეღარ ჩამოსცდება (ახლა ლიდერია), პირველი-ორი გუნდი კი მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში პირდაპირ გადადის.
მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა „იფსვიჩს“, „მილუოლს“, "საუთჰემპტონსა“ და „მიდლსბროს“ შორის.
„ქოვენთრი სიტი“ ინგლისის პრემიერლიგაში 25-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.





