ევროლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა, შესაბამისად, გაირკვა 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც პირდაპირ გავიდნენ მეოთხედფინალში და კიდევ 4 გუნდი, რომლებიც ამ საგზურისთვის პლეი-ინში იბრძოლებენ.
ორი მეოთხედფინალური წყვილი უკვე ცნობილია: მადრიდის „რეალი“ თელ ავივის „ჰაპოელს“ შეხვდება, ხოლო „ფენერბაჰჩე“ კაუნასის „ჟალგირისს“. პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ და „ვალენსია“ მეტოქეებს ელოდებიან.
პლეი-ინში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ცრვენა ზვეზდას“ გაეჯიბრება, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ – „პანათინაიკოსს“.
„მონაკო“ – „პანათინაიკოსის“ გამარჯვებული „ვალენსიას“ შეხვდება, „ბარსელონა“ – „ცრვენა ზვეზდას“ მოგებული კი ჯერ პლეი-ინის მეორე ეტაპზე გავა, სადაც „მონაკო“ – „პანათინაიკოსში“ დამარცხებულს გაეჯიბრება, აი იქ მოგებული კი მეოთხედფინალში „ოლიმპიაკოსის“ მეტოქე იქნება.







