„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „არსენალთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და მომავალი მეტოქე შეაქო:
„მათი ყურება მსიამოვნებს. ბევრ რამეს ვსწავლობ. „არსენალისთვის“ პრემიერლიგის მოგების გარეშე 22 წელი გავიდა. ამ ასპექტში მათთან ვერ ვიბრძოლებთ. მათ აქვთ რაღაც, რაც მათ უნიკალურს ხდის. თუ ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც მეორე ტაიმში „არსენალის“ წინააღმდეგ "უემბლიზე" და ისინიც 95 წუთის განმავლობაში ისე ითამაშებენ, როგორც მაშინ მეორე ტაიმში, მოვიგებთ. კარგი, შეიძლება მაინც ვერ მოვიგოთ, რადგან ფეხბურთი არაპროგნოზირებადია. მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით.
ექვსი თამაში ბევრია, ვიტყოდო, რომ ჩვენი კალენდარი საშინელია, ვიტყოდი. „ევერტონი“ სტუმრად, „ბორნმუთი“ სტუმრად, „ასტონ ვილასთან“ ბოლო თამაში სახლში, „ბარნლი“, „კრისტალ პალასი“ და „ბრენტფორდი“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ მატჩი 19 აპრილს გაიმართება.





