ფეხბურთი

16:03 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ნებისმიერ დროს შეგვიძლია კონკურენტუნარიანი ვიყოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის 29-ე ტურში „ლიონთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან ისაუბრა, როგორც გადატვირთულ კალენდარზე, ისე ჩემპიონთა ლიგაზე განვლილ გზაზე და „ბაიერნთან“ დაპირისპირებაზე:

„ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი ძალიან მაღალ დონეა... ყოველთვის ყველაფერი უნდა გააერთიანო, კარგად შეუტიო და კარგად დაიცვა. თუ ბალანსი არ არის, რთულია. ვფიქრობ, ის, რაც „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვაჩვენეთ, ასახავს იმას, რაც სეზონის დასაწყისში ვაჩვენეთ. თუმცა, დასკვნა ისაა, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია კონკურენტუნარიანი ვიყოთ. გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის წარმოუდგენელი ენერგიაა. ეს ფანტასტიკურია. ეს კავშირი ნამდვილია და გვაძლიერებს.

რთული გრაფიკი გვქონდა და ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. თუმცა, ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება. ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ბედნიერები ვართ, რომ ნახევარფინალში ვართ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ფავორიტი, მთავარია, მოედანზე თავის დონეს ვინ აჩვენებს.

დიდი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ ვართ. შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვინდა. გვინდა, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ და გვყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც თავისი პოტენციალის სჯერა. ვიცით, რომ უმაღლეს დონეზე დარჩენა ძალიან რთულია. ჩვენზეა დამოკიდებული ასე გავაგრძელოთ.

გამარჯვება ჩვენთვის ვალდებულებაა. „ლანსმა“ პარასკევს მოიგო, ამიტომ ჩვენი მიზანი ლიგა 1-ის შემდეგი სამი მატჩის მოგება უნდა იყოს, რათა მივუახლოვდეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურს.

უნდა იცოდე, როგორ მართო ფეხბურთელების სხეული. წინ ბევრი მატჩი გველის. მიჩვეულები ვართ ბევრი მატჩის თამაშს და ვცდილობთ, ყველა თამაშში კონკურენტუნარიანი ვიყოთ, ამავდროულად, ყურადღებით დავაკვირდეთ ფეხბურთელების ფორმას. ვართ თუ არა შარშანდელზე უფრო ძლიერები? არ ვიცი, ეს მნიშვნელოვანი არაა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლიონის“ მატჩი 19 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090486