თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
81 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე გრიგალაშვილმა ავსტრიელი მაგამედ ბორჩაშვილი, ბერძენი არის ზარაგკასი, ფინელი ეეტუ იჰანამაკი და აზერბაიჯანელი ზელიმ ტცკაევი დაამარცხა. გრიგალაშვილი ფინალში რუს ტიმურ არბუზოვს შეხვდა, რომელთანაც ორი ვაზარით და შესაბამისად, იპონით დამარცხდა და მეოთხედ ვერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 2 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი) და 2 ვერცხლის მედალია (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი).







