ძიუდო

17:18 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მეხუთე მედალი და მესამე ოქრო საქართველოს: ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი არავის დაუთმო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ისრაელელი რეემ ფრიდმანი, სერბი ისლამ სოგენოვი, ბულგარელი ივაილო ივანოვი და რუმინელი ალექს კრეტი დაჯაბნა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა, სადაც სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდა, რომელიც დამატებით დროში დაამარცხა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ამავე წონაში ლაშა ბექაურმა იტალიელ კომი კენი ბედელს, მოლდოველ მიჰაილ ლატისევს და ბელარუს იაჰორ ვარაპაიეუს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში სერბ ნემანია მაიდოვთან მარცხი განიცადა. შესაბამისად, მან ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მისი მეტოქე კი ფრანგი მაქსიმ-გაელ ნგიაპ ჰამბუ იყო, რომელთანაც იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბექაური ტრავმირებული ხელით ჭიდაობდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 3 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე) და 2 ვერცხლის მედალია (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი). საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090203