ფეხბურთი

18:51 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

„რეალის“ ფეხბურთელი რაულ ასენსიო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 22 წლის ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

როგორც ესპანური მედია წერს, გასტროენტერიტის გამო ასენსიომ ბოლო დღეებში 6 კილოგრამი დაიკლო, რის გამოც ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ და მის მდგომარეობას დააკვირდებიან. ექიმები ეცდებიან, რომ დაავადების მიზეზი დაადგინონ.

რაულ ასენსიომ პრობლემის გამო „ბაიერნთან“ მატჩი გამოტოვა. მიმდინარე სეზონში მის აქტივში 31 მატჩში 2 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172175