„ფროზინონემ“ სერია B-ს 35-ე ტურში „მოდენასთან“ 2:1 მოიგო, ხოლო გიორგი კვერნაძე საგოლე პასით გამოირჩა.
„ფროზინონე“ პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ფარედ გედიემისის დუბლით გამარჯვება მოიპოვა. ალჟირელმა 52-ე წუთზე ანგარიში კვერნაძის პასით გაათანაბრა.
ქართველმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო, ბოლო ორ თვეში პირველი შედეგიანი მოქმედება მიითვალა. მთლიანობაში 33 თამაშში მის აქტივში 5 გოლი და 5 ასისტია. ერთი გოლი კვერნაძეს იტალიის თასზეც აქვს გატანილი.
„ფროზინონე“ 72 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 აპრილს, „კარარეზეს“ დაუპირისპირდება.





