სლოვაკეთის ჩემპიონატში „სპარტაკ ტრნავამ“ „მიხლოვცე“ 3:0 დაამარცხა, ლუკა ხორხელმა კი დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-10 და მე-15 წუთებზე თავური დარტყმებით დალაშქრა - ორივე გოლი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ეს მისი პირველი დუბლია სლოვაკეთში.
ლუკა 55-ე წუთზე შეცვალეს, შეუცვლელად ითამაშა მისმა თანაგუნდელმა გიორგი მოისწრაფიშვილმა, სტუმართა შორის კი თორნიკე ძოწენიძე განაცხადში არ ყოფილა. ხორხელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„ტრნავა“ 47 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 22 აპრილს, „დუნაისკა სტრადას“ უმასპინძლებს, ხოლო „მიხალოვცე“ 38 ქულით მეხუთეა და 25 აპრილს „პოდბრეჟოვას“ დაუხვდება.







