გერმანიის ბუნდესლიგაში დღეს, 18 აპრილს 5 მატჩი იმართება, ოთხი უკვე დასრულდა. გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ ბრემენში „ვერდერს“ ეწვია და 1:3 დამარცხდა. სტუმრები 79-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა ნიგერიელი ფილიპ ოტელე უხეშობისთვის გააძევა.
ქართველი მცველი სათადარიგო გახლდათ. „ჰამბურგი“ 30 თამაშის შემდეგ 31 ქულით ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ბერლინის „უნიონმა“ ქალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი წააგო „ვოლფსბურგთან“ 1:2. 12 აპრილს კლუბმა გამოაცხადა მარი-ლუიზ ეტას დროებით მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. 34 წლის სპეციალისტი შტეფენ ბაუმგარტს შეცვლის და ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ქალი მწვრთნელი გახდა.
„იუნიონ ბერლინი“ გერმანიის ჩემპიონატში 32 ქულით მე-11 ადგილზეა.
გერმანია. ბუნდესლიგა. 30-ე ტური. 18 აპრილი: ჰოფენჰაიმი - დორტმუნდი 2:1, ლევერკუზენი - აუგსბურგი 1:2, უნიონ ბერლინი - ვოლფსბურგი 1:2, ვერდერი - ჰამბურგი 3:1, აინტრახტი - ლაიპციგი მოგვიანებით გაიმართება





