ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩში „ნიუკასლმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
მარკუს ტავერნიემ სტუმრები 32-ე წუთზე დააწინაურა, უილიამ ოსულამ 68-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ადრიენ ტრუფერმა გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ნიუკასლი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 42 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო „ბორნმუთი“ 48 ქულით მერვეზე.
შემდეგ რაუნდში „კაჭკაჭები“ 25 აპრილს სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „ალუბლები“ 22 აპრილს „ლიდს იუნაიტედს“ უმასპინძლებენ.
ინგლისი. პრემიერლიგა. 33-ე ტური. 18 აპრილი: ბრენტფორდი - ფულემი 0:0, ლიდსი - ვულვერჰემპტონი 3:0, ნიუკასლი - ბორნმუთი 1:2





