ფეხბურთი

21:10 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„იბერიამ“ ლიდერობა განიმტკიცა

ეროვნულ ლიგაში დღეს, 18 აპრილს, მე-7 ტურის ორი მატჩი იმართება. ერთი უკვე დასრულდა. „ბათუმმა“ „იბერიას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ანგარიში მე-10 წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა. 58-ზე გიორგი ჯინჯოლავამ ზუსტად დაარტყა პენალტი და სტუმართა უპირატესობა გაზარდა. წერტილი კი ამირან ძაგანიამ დასვა 66-ე წუთზე. საბოლოოდ 0:3.

ახლა „იბერიას“ 14 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. 7-ქულიანი „ბათუმი“ კი ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162757