ფეხბურთი

21:55 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ფარერებთან ბოლო წუთზე დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი გამართა. ამჯერად ჩვენებურები ტორსჰავნში, „ტორსვოლურის“ სტადიონზე ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მასპინძელმა ანა ბრენდსტრუპმა 90-ე წუთზე გაიტანა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. რამდენუმე რთული ბურთი მოიგერია ჩვენმა მეკარე თათია გაბუნიამ. ბოლოსკენ კი შეცვლაზე შესული ანა ჩემინავას სახიფათო დარტყმას ფარერელთა მეკარე ოლუვა იონსენი გაუმლავდა.

ამგვარად, საქართველოს ნარებმა მეორე მატჩიც წააგო (პირველ საბერძნეთთან (0:3) და 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

ჯგუფის ლიდერი კი 9-ქულიანი საბერძნეთია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178026