NBA-ს პლეი-ოფი მარცხით დაიწყო სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტომ“, რომელიც გასვლაზე „კლივლენდ კავალიერსთან“ 113:126 დამარცხდა.
„კლივლენდმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, გადამწყვეტი კი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 14 ქულით მოიგეს. შედეგად, საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანეს და სერიაში „კლივლენდი“ დაწინაურდა (1:0).
სანდრო მამუკელაშვილმა 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 3 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორქულიანი ააცილა, საჯარიმო კი არ უსვრია.
„კლივლენდში“ და ზოგადად, ორივე გუნდში საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო, ხოლო „ტორონტოში“ 24 ქულით ერ ჯეი ბარეტი გამოირჩა.
სერიის მეორე მატჩი 21 აპრილს, ისევ კლივლენდში გაიმართება.







