ფეხბურთი

22:16 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურში „ლაციოსთან“ დამარცხდა

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ შორის მატჩი სტუმარი რომაელების გამარჯვებით - 0:2 დასრულდა.

„რომას“ თავდამსხმელმა მატეო კანსელიერიმ ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნა. 31-ე წუთზე „ლაციოს“ ფორვარდმა მატია ზაკანიმ პენალტი ვერ გაიტანა. მეორე ტაიმის 57-ე წუთზე კი ნახევარმცველმა ტომა ბაშიკმა სტუმართა უპირატესობა გაზარდა.

„ლაციო“ იტალიის ჩემპიონატის ცხრილში 33 მატჩიდან 47 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო „ნაპოლი“ 66 ქულით მეორეზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16624