გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „აინტრახტმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
იან დიომანდემ სტუმრები 27-ე წუთზე დააწინაურა, უგო ლარსონმა კი 34-ე წუთზე ანგსარიში გაათანაბრა. ანტონიო ნუსამ 70-ე წუთზე „ხარებს“ ლიდერობა აღუდგინა, ხოლო კონრად ჰარდერმა 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.
ამ თამაშის შემდეგ, „აინტრახტი“ გერმანიის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „ლაიპციგი“ 59 ქულით მესამეზე.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგის ტიტულის ვადაზე ადრე მოპოვებას შეძლებს, თუ კვირას „შტუტგარტთან“ დამარცხებას აიცილებს თავიდან. ეს შესაძლებელი გახდა „ჰოფენჰაიმის“ დორმუნდის „ბორუსიასთან“ 2:1 გამარჯვების წყალობით.
„ბაიერნი“ ამჟამად ბუნდესლიგის ცხრილს 29 მატჩის შემდეგ 76 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ „დორტმუნდს“ 30 თამაშის შემდეგ 64 ქულა აქვს. თუ „ბაიერნი“ „შვაბიელებთან“ დამარცხებას აიცილებს თავიდან, „დორტმუნდთან“ მათი უპირატესობა მინიმუმ 13 ქულა იქნება, სათამაშო ოთხი მატჩი დარჩა. „ბაიერნმა“ გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის ორივე მატჩში დაამარცხა „ბორუსია“ (2:1, 3:2). ეს ნიშნავს, რომ „ბაიერნი“ ისტორიაში 35-ედ გახდება გერმანიის ჩემპიონი.
გერმანია. ბუნდესლიგა. 30-ე ტური. 18 აპრილი: ჰოფენჰაიმი - დორტმუნდი 2:1, ლევერკუზენი - აუგსბურგი 1:2, უნიონ ბერლინი - ვოლფსბურგი 1:2, ვერდერი - ჰამბურგი 3:1, აინტრახტი - ლაიპციგი 1:3.





