ფეხბურთი

23:49 | 18.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ნაგელსმანი: „ნოიერთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერთან ურთიერთობაზე, მეკარის ეროვნულ ნაკრებში შესაძლო დაბრუნების შესახებ ჭორების ფონზე.

„ყოველთვის სასაცილოდ მეჩვენება, როდესაც ხალხი მეკითხება, ვინარჩუნებ თუ არა მანუსთან კონტაქტს. დიახ, ვინარჩუნებ. ჩვენ დროდადრო ვსაუბრობთ ტელეფონით და გზავნილებს ვწერთ ერთმანეთს. ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, არა მხოლოდ ფეხბურთზე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“.

ნოიერის დაბრუნება ეროვნულ ნაკრებში? მანუმ ბუნდესნაკრების დატოვების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. მან ეს უკვე არაერთხელ თქვა. „ამიტომ, არ მგონია, ამ თემაზე საუბარს აზრი ჰქონდეს“, - ციტირებს FCB Inside ნაგელსმანის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090934