ფეხბურთი

0:20 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" მოუგებელი სერია გრძელდება

ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონის „ტოტენჰემის“ კოშმარული სერია, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ისევ გრძელდება.

რობერტო დე ძერბის გუნდი ახლოს იყო „ბრაიტონთან“ გამარჯვებასთან, რომელსაც ორჯერ უგებდა. ანგარიში პედრო პორომ გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს კაორი მიტომამ უპასუხა. 77-ე წუთზე ხავი სიმონმა ულამაზესი გოლით „დეზები“ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა სამი ქულა მაინც ვერ მოიპოვეს, რადგან კომპენსირებულ დროში გაუშვეს და მატჩი ფრედ, 2:2 დასურლდა.

„ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში ბოლოს შარშან მოიგო - 28 დეკემბერს, „კრისტალ პალასს“ 1:0 სძლია. მას შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით 15 შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა (6 ფრე, 9 წაგება).

„ტოტენჰემი“ 33 ტურის შემდეგ 31 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ვულვზს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168052