ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ „ბრაიტონთან“ ფრის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და გასავარდნ ზონაში რჩება, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი ოპტიმისტუ განწყობას ინარჩუნებს:
„დღევანდელი შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან ფეხბურთელები ძალიან იტანჯებიან. დავიმსახურეთ გამარჯვება „ბრაიტონის“ შესანიშნავ გუნდთან. გოლი არ უნდა გაგვეშვა დამატებით დროში. თუმცა, ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა ხასიათითა და სულისკვეთებით. ჩვენ ამ შედეგზე ძლიერები უნდა ვიყოთ და მოვემზადოთ „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ შემდეგი მატჩის მოსაგებად.
თუ იგივე ინტენსივობით ვითამაშებთ, როგორც დღეს, ვფიქრობ, რომ კვლავ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ძლიერები ყოფილიყვნენ და გამომყვნენ, რადგან მინდა, დავეხმარო მათ. მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი მენტალიტეტი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა ძალიან ადვილია ნეგატიურად ფიქრი, მაგრამ ამ თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს და მათ თვისებებს და ამიტომ მჯერა მათი.
პრემიერლიგაში დარჩენისთვის ვიბრძვით და ვიცი, რომ ეს ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ გაგვიმართლა, რადგან ისეთ კლუბში ვმუშაობთ, სადაც წარმოუდგენელი გულშემატკივრები არიან და დღეს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გადარჩენისთვის კი არა, ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძოდით. ეს ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს ამ მიზნის მისაღწევად სწორი ნიშნები დავინახე.
ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ და მთავარი ჩვენი მენტალიტეტია. ბიჭები ორშაბათს ვარჯიშზე იმავე განწყობით უნდა გამოცხადდნენ, როგორიც დღეს ჰქონდათ. არ მინდა სევდიან ან ნეგატიურ ადამიანებთან მუშაობა. მათ ჩემი უნდა დაიჯერონ და მჯერა, რომ მომავალ სეზონში პრემიერლიგაში თამაში შეგვიძლია“, - თქვა პოჩეტინომ.
„ტოტენჰემი“ 33 ტურის შემდეგ 31 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ვულვზს“ სტუმრად შეხვდება.





