ფეხბურთი

0:57 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ჩელსი“ სტუმრად დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის მატჩი დასრულდა. „წითელმა ეშმაკებმა“ 0:1 მოიგეს.

44-ე წუთზე მატეუს კუნიამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 48 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ 58 ქულით მესამეზეა.

შემდეგ რაუნდში „ლურჯები“ 21 აპრილს სტუმრად „ბრაიტონს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „წითელი ეშმაკები“ 27 აპრილს „ბრენტფორდს“ უმასპინძლებენ.

ინგლისი. პრემიერლიგა. 33-ე ტური. 18 აპრილი: ბრენტფორდი - ფულემი 0:0, ლიდსი - ვულვერჰემპტონი 3:0, ნიუკასლი - ბორნმუთი 1:2, ტოტენჰემი - ბრაიტონი 2:2, ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:1.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090642