ფეხბურთი

11:05 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "მეორე ადგილი ნიშნავს, რომ დამარცხებულებში პირველი ხარ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლაციოსთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მთავარია, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, რადგან კლუბის ბიუჯეტი 70 მილიონი ევროთი შეივსება:

„რაც უფრო ჩუმად იქნები, მით უკეთესი. დღეს ცოტა ენერგია იყო. ყველაფერი თავიდან იწყება, კომოში „ინტერის“ გამარჯვებამ გაგვანადგურა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო დაბერებულ გუნდზე და გუნდზე, რომელსაც განახლება სჭირდება. ეს უპატივცემულობაა. ვეკითხები ჩემს თავს, რატომ გვინდა საკუთარი თავის დაზიანება? ყველა ეს ჭორი არ არის კარგი „ნაპოლისთვის“ და გუნდისთვის. ნეაპოლში არიან ისეთებიც, ვინც გუნდს ეხმარებიან და ისეთებიც, ვინც ანადგურებენ - ეს ქალაქი ასეთია.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: კლუბის ხაზინაში 70 მილიონი ევრო შევა. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ: ღმერთი ხედავს და განაგდებს. მეორე ადგილსა და მეოთხე ადგილს შორის დიდი სხვაობა არ არის, მთავარი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. მეორე ადგილი ნიშნავს, რომ დამარცხებულებში პირველი ხარ, მეტს არაფერს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 66 ქულით მეორე ადგილზეა და „ინტერს“ უკვე 12 ქულით ჩამორჩება, შესაბამისად, ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089074