ფეხბურთი

15:00 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

როსენიორი: "ზეწოლას არ ვგრძნობ, უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლიამ როსენიორმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, უბრალოდ მუშაობა უნდა გააგრძელონ, რომ სიტუაცია გამოასწორონ:

„ამ თამაშის წაგება უკიდურესად დიდი იმედგარცუებაა, რადგან მოგების შანსები გვქონდა. მთელი თამაშის განმავლობაში დომინანტი გუნდი ვიყავით. ზეწოლას არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი წნეხი ჩემზეა. უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ პერსონალთან და ფეხბურთელებთან მუშაობა, რათა სიტუაცია გამოვასწოროთ“, - თქვა როსენიორმა.

„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, თან ისე, რომ გოლიც არ გაუტანია. შედეგად, ლონდონური გუნდი 48 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 აპრილს, „ბრაიტონს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.134703