ფეხბურთი

10:28 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის დუბლი და "ინტერ მაიამის" გამარჯვება MLS-ში

MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამიმ“ „კოლორადო რაპიდსი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა.

არგენტინელმა მე-18 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. ტაიმის მიწურულს სტუმრებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. მეორე ტაიმში „კოლორადომ“ მოახერხა ორჯერ გატანა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ქულა მაინც ვერ მოიპოვა.

79-ე წუთზე მესიმ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, დუბლი შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ლეოს მიმდინარე სეზონში 7 მატჩში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.

„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „სოლტ ლეიკს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096944