თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს კიდევ ერთი ფინალისტი ჰყავს - გურამ თუშიშვილი.
+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ფინალამდე კვიპროსელი იანის ანტონიუ, თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ და რუსი ვალერი ენდოვიცკი დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა ილია სულამანიძემ, რომელმაც რუმინელ ალექსანდრუ სიბისანთან მოიგო, მაგრამ შემდეგ რუს ნიაზ ბილალოვთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც შვეიცარიელ დანიელ ეიხს სძლია. ბრინჯაოსთვის ილია ზელიმ კოცოევს უნდა შეხვედროდა, მაგრამ აზერბაიჯანელი ტურნირიდან ჩახსნეს, შესაბამისად, სულამანიძე უკვე ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 3 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე), 2 ვერცხლის (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი) და 1 ბრინჯაოს მედალია (ილია სულამანიძე). საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ პირველ ადგილზეა.







