ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ფორსა ლეიდას“ ესტუმრა, რომელთანაც 80:90 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ბარსელონა“ 18 მოგებით და 9 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 აპრილს, „ბასკონიას“ ესტუმრება.







